ამ გვერდის ამობედვა

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი თბილისს ანაკლიას პორტზე, სამართლიან არჩევნებსა და სასამართლოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

პომპეომ, ტრადიციულად საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მიმართ, ჩვენი ისტორიის ცოდნაც გამოამჟღავნა და უკვე ტრადიცული მადლობა ავღანეთის და ერაყის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღია გზავნილი ანაკლიას პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც არის ნათელი დასტური ვაშინგტონის მტკიცე ინტერესისა, ასევე, გზავნილი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და სამართლიან არჩევნებზე. მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი თბილისს ანაკლიას პორტზე, სამართლიან არჩევნებზე და სასამართლოზე / “იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს” - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

 


"პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით", - განაცხადა პომპეომ. „დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაარწმუნოს (დაადასტუროს), რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს. "პრემიერ-მინისტრთან აგრეთვე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ", - განაცხადა მაიკლ პომპეომ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


„საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, - დაამატა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობის დონემ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია”, - დასძენს გამოცემა.

 


"2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, მისი ინსტიტუტების განმტკიცების, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზეუნაესობის უზრუნველყოფის. "ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზანს.საქართველოს მიღწევების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-საქართველოს წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო შედეგია, რომლის მე-10 წლისთავს ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში", - განაცხადა პრემიერმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 777 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 12 2019

სიახლეები