March 28, 2024

"თუ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდა, პირველს ივანიშვილს დაწვავს კოცონზე და მერე მე"

თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდება და შემდეგ არჩევნებზე ხალხს ამით ვეღარ შეაშინებენ.


„თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, (ბრჭყალებში რა თქმა უნდა, რადგან ამის ფუფუნება მას აღარ ექნება) პირველი კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს, და მეორე ვის? ნადირაძეს, კობახიძეს, თუ მდინარაძეს, თუ ვიღაც ამდაგვარ ხალხს? მე - რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის - ნომერ პირველი ვიყავი და ივანიშვილის შემდეგ ნომერ მეორე გავხდი. და თქვენ გგონიათ, მე ახლა ზუსტად იმისთვის ვიღწვი, ვიბრძვი და ვწვალობ, რომ იმათ დაბრუნებას ხელი შევუწყო? დავამთავროთ ეს ნარატივი. ეს არის ის, რაც ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ასე აღარ იქნება. ხელისუფლება შეიცვლება, ივანიშვილი წავა. ეს გარდაუვალია. შევარდნაძესაც ასე ეგონა, სააკაშვილსაც ასე ეგონა, თუმცა ყველაფერი მთავრდება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

წაკითხვა 834 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.