ამ გვერდის ამობედვა

"ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა"

შვიდი წელი ერთ ადგილზე ოქროც რომ დადო, დაჟანგდება - ეს ადრე იყო გასაკეთებელი, ვიდრე სისტემა დახავსდებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

გოცირიძემ აქვე აღნიშნა, რომ სერგეენკო კორუმპირებული მინისტრი არ იყო, განსხვავებით მისი სხვა კოლეგებისაგან.

 

"სისტემაში კი კორუფციაა და ამ მხრივ ვერ ჩაითვლება მისი საქმიანობა ეფექტიანად.

 

რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

წაკითხვა 722 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 18 2019