April 26, 2024

აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა

ამ წუთებში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყვეტილია.

სპიკერატი ოპოზიციას აქვს დაკავებული, რომლებიც პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებაში რუსი დეპუტატების მონაწილეობას აპროტესტებენ.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა. „ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად იდგა, როდესაც რუსმა დეპუტატმა ადგილიდან გარკვეული რეპლიკა ისროლა. ამას ბობოხიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მან რუს დეპუტატს პასუხი დაუბრუნა და წყალი გადაასხა.

 

პარლამენტის სასესიო დარბაზში გამორთული მიკროფონების გამო, უცნობია რა განცხადებები გააკეთეს ერთმანეთის მისამართით აკაკი ბობოხიძემ და რუსმა დეპუტატმა.

 

სასესიო დარბაზში იმყოფებიან სესიის მონაწილე დელეგატები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც განცხადებებით საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართავენ.

წაკითხვა 1427 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.