"ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან"

რასაც ბოლო 2 საათის განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა,“

- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ გულწრფელ პროტესტში მათი სოლიდარულია, თუმცა ის ასევე, აღნიშნავს, რომ ბოლო საათებში განვითარებული მოვლენები არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

 

„რაც თითოეულმა ჩვენგანმა იხილა, ეს არის სრულიად მიუღებელი ერისთვის, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის. ეს იყო ისეთი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ის ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვა და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველა წევრის მიმართ. ამასთან ერთად, ბუნებრივია, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ დაიწყო ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მაგრამ რასაც ბოლო 2 საათის განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. მთელი 7 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვადევნებდით თვალყურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა შემოეტანა საზოგადოებაში. მას ეს არ გამოსდიოდა და არც არასდროს არ გამოუვა.

 

მსურს განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლის ხელშიც არის საქართველოს მომავალი: მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ვიწყო პოლიტიკურ ინტერესთან, მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოში. საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ შემდგარი ქვეყანა ვართ და ჩვენ ძალადობას არასდროს შევეგუებით და მას ექნება ადეკვატური პასუხი,“ - განაცხადა ბახტაძემ.

წაკითხვა 856 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.