April 26, 2024

"საქართველოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ასეთი შვილი" - აქციის შემდეგ, ახალგაზრდა ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი დააპატიმრეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინფრო­მა­ცი­ით, 20 ივ­ნი­სის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს სხვა­დას­ხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის 305 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

 

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი, ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის ღა­მეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ძმას­თან, ასე­ვე ის­ტო­რი­კოს და­ვით ხვა­და­გი­ან­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს.

 

ირაკ­ლი ხვა­გა­დი­ანს სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ 9-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მას ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბი­ან. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლის თქმით, და­კა­ვე­ბი­სას ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სცე­მეს, რისი კვა­ლიც სა­ხე­ზე ნათ­ლად ეტყო­ბა - თვა­ლის არე­ში აქვს სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფის ძმას, და­ვით ხვა­და­გი­ანს, მისი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სას­ტი­კად ნა­ცე­მია: მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ცალ ყურ­ში არ ეს­მის და ცალი ფე­ხით კოჭ­ლობს, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ სპეც­რაზ­მე­ლის ფა­რით და და "დუ­ბინ­კით" ცე­მის შე­დე­გია. და­ვით ხვა­და­გი­ა­ნის პრო­ცე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მარ­თუ­ლა და ის ამ­ჟა­მად თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ის­ტო­რი­კო­სი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი AMBEBI-ს რეს­პონ­დენ­ტი არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, ახალ­გაზ­რდა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად - ის მხო­ლოდ 30 წლი­საა, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ხვა­და­გი­ა­ნის სა­ხე­ლი კარ­გად ცნო­ბი­ლია და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მკვლე­ვა­რად ით­ვლე­ბა.

ის­ტო­რი­კო­სი ძმე­ბის და­კა­ვე­ბას მათი კო­ლე­გე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი წერს:

"სა­ქარ­თვე­ლოს თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ყავს ისე­თი შვი­ლი, რო­გო­რიც ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნია. მე მას ვიც­ნობ და ვა­მა­ყობ მას­თან მე­გობ­რო­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა, რა დღე­ში ვნა­ხე ფო­ტო­ზე... გული და­მე­თუთ­ქა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ირაკ­ლის! გთოვთ ყვე­ლას, და­ვუდ­გეთ ირაკ­ლის გვერ­დით. მისი და­კა­ვე­ბა შეც­დო­მაა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის კი ან­ტი­პი­ა­რია. რო­მე­ლი, ოდ­ნავ მა­ინც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და­ი­ნა­ხავს მას­ში სა­მარ­თალ­დამ­რღვევს?" - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პოსტსა­დოქ­ტო­რო მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი ბექა კო­ბა­ხი­ძე:

ირაკ­ლი ხვა­და­გი­ანს 9 დღე პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, და­ვით ხვა­და­გი­ან­ზე ჯერ არ ვი­ცით, მაგ­რამ იგი­ვეს ვვა­რა­უ­დობთ. ორი­ვე მა­გა­რი ნა­ცე­მე­ბი არი­ან. ზვი­გე­ნი რომ მთა­შია, ხე რომ ზღვა­ში და მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე მი­მა­ვალს ვე­ფხვის რომ მე­ში­ნო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად უფრო ლო­გი­კუ­რია, ვიდ­რე ამ ხალ­ხის ოდეს­მე ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა. ეს ხალ­ხი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით წერს, რო­გორც საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის, ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რი­ას. მათ ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ფე­რი მო­უ­თხო­ვი­ათ და მი­უ­ღი­ათ. ახლა ცი­ხე­შიც აღ­მოჩ­დნენ და რის­თვის?

9 დღე მათ არ მოკ­ლავს, მაგ­რამ ერთი წუთი, სიმ­ბო­ლუ­რი ერთი წუ­თიც რომ იყოს, ყური და გო­ნე­ბა ვერ ღე­ბუ­ლობს ხვა­და­გი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში ყოფ­ნას. ამ დროს, სა­ხელ­მწი­ფო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, მუ­ზე­უ­მე­ბის, კა­თედ­რე­ბის მლიქ­ვნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გა­რინ­დულ­ნი სხე­დან და კმა­ყო­ფილ­ნი არი­ან ცხოვ­რე­ბით, ზოგი თბილ ქვეყ­ნებ­ში მივ­ლი­ნე­ბით და­დის და მა­დამ პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტებს აზი­ა­რებს.ეს რომ ასეა, იმას ნიშ­ნავს რომ სა­ხელ­მწი­ფო უკუღ­მა დგას!" - წერს ბექა კო­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი:

"ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ მკი­თხონ ვინ არის შენს თა­ო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიო, და­უ­ფიქ­რებ­ლად ვე­ტყო­დი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი!"

პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­კო­სი, მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი, გრი­გოლ გე­გე­ლია:

"უწე­სი­ე­რე­სი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ჭი­ან­ჭვე­ლას ფეხს რომ არ და­ად­გამს, კარ­გი მკვლე­ვა­რი და ის­ტო­რი­კო­სი, ამ დღე­ში რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს?! მხო­ლოდ იქ სა­დაც ხეპ­რე, უვი­ცი ქუც­ნაშ­ვი­ლის და უსა­ხუ­რი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კი კო­ბა­ხი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას დღე­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და და თან რა ფა­სად! მხო­ლოდ იქ სა­დაც ეს ნამ­დვი­ლი არა­რა­ო­ბე­ბი, ეს უსა­ხუ­რი, უსუ­ლო ბოლ­შე­ვი­კე­ბი ფა­სო­ბენ და არა წე­სი­ე­რი ხალ­ხი, ნიჭი, მო­რა­ლი და მო­მა­ვა­ლი!"

ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნის შე­სა­ხებ გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დროს ისა­უბ­რა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რმა ანა დო­ლი­ძემ:

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი­დან მოვ­დი­ვარ, სა­დაც ქარ­ხნუ­ლი წე­სით გა­ა­სა­მარ­თლეს ჩვე­ნი, თქვე­ნი, მე­გობ­რე­ბი. არა­ვის უკი­თხავს მათ­თვის, რის­თვის იყ­ვნენ გუ­შინ აქ, არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ მო­უ­თხო­ვი­ათ, 15-15 წუთ­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­უშ­ვეს საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მკვლე­ვა­რი, რაც ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია! საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მკვლე­ვა­რი, უამ­რა­ვი წიგ­ნის ავ­ტო­რი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი. ის გა­უშ­ვა ცი­ხე­ში სის­ტე­მამ, რო­მე­ლიც არ დან­გრე­უ­ლა და რო­მე­ლიც არ და­ინ­გრა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მით. სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს! სის­ტე­მის დან­გრე­ვის ერთ-ერთი სა­ფე­ხუ­რი იქ­ნე­ბა, გავ­რი­ლო­ვის აქ ჩა­მომ­ყვა­ნის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი­სა და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა!" - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გუ­შინ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­თა მი­მართ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

 ambebi.ge
 
წაკითხვა 878 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.