April 26, 2024

"ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას"-მამუკა ბახტაძე

ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მუდამ მოტივირებული არიან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათ პასუხს გასცემს კანონი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გაიმართება ყველასთან. არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი. ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მის გარეთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წაკითხვა 523 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.