"ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა" - სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა.

მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც „გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში“. გავრილოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდება შეცდომაა.

 

„არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ხოლო ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი“, - აღნიშნა გავრილოვმა.

 

მისი თქმით, არც ერთმა ქართულმა არხმა არ უარყო მის წინააღმდეგ მცდარი ბრალდება, პირიქით, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსები ოკუპანტები არიან.

 

რუსი დეპუტატის თქმით, ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მისმა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, თუმცა ეს პროტოკოლს შეესაბამებოდა და ასე ხდება ყველა ქვეყანაში.

 

„ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა“,- განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

 

მანამდე გავრილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი მუშაობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესაბაზე, მაგრამ ქვეყანაში რადიკალებისა და ექსტრემისტების გავლენა ძალიან ძლიერია და ვიდრე ხელისუფლება წესრიგს არ დაამყარებს და ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს და სხვა ქვეყნებს მომხდარისთვის, რუსებისთვის საქართველში მოგზაურობა არ ღირს.

წაკითხვა 589 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.