ამ გვერდის ამობედვა

“პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”- მეგი გოცირიძე

“ჩვენ დაჭერების არ გვეშინია. შიშით დღეს საქართველოში ერთი კაცია შეპყრობილი და ამ კაცს ბიძინა ჰქვია – ხალხისაც ეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად ეშინია პუტინის.

იცის, რომ მოსკოვი მას არ გაახარებს, მართალია, თითქმის ყველა მათ დავალებას ასრულებს, მაგრამ მთავარი დავალება ვერ შეასრულა ოლიგარქმა – არადა, პუტინმა უთხრა, ჯერ დაასუსტებ ნაციონალურ მოძრაობასო, მერე დაიჭერ სააკაშვილს და ბოლოს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეიყვანო”, - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი მეგი გოცირიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს გაქცევა უნდა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს” / მეგი გოცირიძე: “პუტინი ოლიგარქს პოლონიუმით ემუქრება”.

 

“პუტინმა პირდაპირ უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ხალხი უნდა ეყიდა. ეს მისია ასე თუ ისე შეასრულა, ამაში მას პალიკო კუბლაშვილი დაეხმარა, რომელსაც რატომღაც აღარავინ ახსენებს ნაციონალურ წარსულს – ყველამ იცის, რომ კუბლაშვილმა მიიტანა იმხელა ფული პარტიაში, ამ ფულის წყალობით იყო, “გირჩის” შემადგენლობა – ხაჩიძე, ჯაფარიძე, მელაძე და პალიკო რომ გაიპარნენ ნაცმოძრაობიდან და ეს ფულიც თან წაიღეს. ამაზე მოგვიანებით ილაპარაკა კობა ხუბელიანმა, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვისთანაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, დიდ ფულს სთავაზობდნენ, რომ ნაციონალებიდან წასულიყო და ჯაფარიძეს შეერთებოდა, ცოტა ხანში მათ მიჰყვა “ევროპული საქართველო” – მათაც იგივე მოტივაცია ჰქონდათ – არ გვინდა მიშა სააკაშვილიო… მოკლედ, ბევრს ეცადა ოლიგარქი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მაინც ვერ დაშალა, ხალხი ისევ სააკაშვილის პარტიას უჭერს მხარს – სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი. ბიძინამ უკვე გაიგო, რომ საქართველოში ყველას ვერ იყიდის, ახლა ამიტომაც სთხოვს მას პასუხს პუტინი. შიშით გადარეულია ივანიშვილი, სულელურ ბრძანებებს აძლევს გახარიას, რომელიც მისი ბრძანების გარეშეც ათას სიგიჟეს სჩადის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეგი გოცირიძე.

 

“რაც მეტ სიგიჟეს სჩადის ოლიგარქი გახარიას ხელით, მით მეტად აწვება დასავლეთი. იქიდან რუსეთიდან განიცდის ზეწოლას. მოკლედ, ოლიგარქი ალყაშია და საცაა გაიჭყლიტება – ფული კი აქვს, მაგრამ სად უნდა წავიდეს? რუსეთში ვერ წავა, პოლონიუმიანი ჩაი არ ასცდება – გაგიჟებული პუტინი მის დასჯას აპირებს – რუსეთის პრეზიდენტი ქართველი ხალხი კი არ არის, ხიხოს გადაგდება აპატიოს. დასავლეთზე კი ბოდიში მომითხოვია, იქ დიქტატორებს ხელგაშლილი არ ხვდებიან… თქვენი აზრით, მოსამართლემ თავად მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ? იქ ვიყავი, დეპუტატები ნიკას თავდებში ჩაუდგნენ და განცხადებების გაკეთება სურდათ, მოსამართლე ლამის ეხვეწებოდა, განცხადებები არ გააკეთოთო, ერთი სული ჰქონდა, თუ როდის გამოაცხადებდა განაჩენს. დამიჯერეთ, ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს, უფრო ზუსტად, დაამთავრა. ახლა მინდა იმ ხალხის თავებში ჩავიხედო, ვინც მას პოლიტიკურ სამარეში მიჰყვება. ახლა ხმასაც იღებენ და ამბოხებასაც გვაბრალებენ – თუმცა ამ ბრალდებებში ცოტა აურიეს და ეტყობა უფროსივით შეშინებულები არიან”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რა აურიეს?” – პასუხობს:

 

“ერთი ამბობს, დაშლა კი არა მოგერიება იყოო, მეორე ამბობს გახარიამ ამ დაშლით სისხლისღვრას აგვაცილაო, მესამე იძახის – გახარია რა შუაშია, სპეცრაზმელებმა თავად დაიწყეს სროლაო - ამათი სისულელეები შორს წაგვიყვანს... მოკლედ, ოლიოგარქი პუტინს დაპირდა, საქართველოს ლანგარზე დადებულს მოგართმევ და ქართველები შენს მზეს დაიფიცებენო – მზეს იფიცებენ კი არა რუსთაველზე ხალხი “პუტინ ხუილოს” მღერის. ამას ივანიშვილს პუტინი არ აპატიებს. ალბათ უკვე ღიად ემუქრება პოლონიუმით, ამიტომაც არის ოლიგარქი ასე გამწარებული".

წაკითხვა 1090 ჯერ