"დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას"
დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაური რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი ისტორიით ამაყობს.
„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი - საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს - ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "სამარცხვინო რეზოლუციით ქართველ ხალხს გვითხრეს, გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი და დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა სიცოცხლის ფასად გადაარჩინა"
- "ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე, რომელსაც 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგი თაღლითობა და შანტაჟია"
- "ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის" - ემანუელ მაკრონი
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ
- ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს