ამ გვერდის ამობედვა

"საქართველოს შეუძლია რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაიზიაროს"

საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ამ ქვეყანას არ აწყენდა რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაეზიარებინა,

- მიაჩნია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარეს სერგეი გავრილოვს.

 

მან ეს განაცხადა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრება რუსეთის სახალხო დამცველი ტატიანა მოსკალკოვა.

 

„სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.

 

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

წაკითხვა 561 ჯერ