March 28, 2024

"ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს"- მამუკა ბახტაძე

საქართველოს ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2008 წელი იყო ამის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე შესაბამისი და სწორი აქცენტი არ ისმებოდა. 

 

"ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ქართული მოსახლეობის დევმა დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. 2008 წელი იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს სამწუხაროდ ძალიან ხილული იყო. ისინი, ვინც ამ თემაზე სპეკულირებენ, აზიანებენ ჩვენო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში. ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. მინდა, მოსახლეობას მივმართო, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას", - აღნიშნა პრემიერმა.

წაკითხვა 800 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.