March 28, 2024

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს" - არჩილ თალავკვაძე

თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

 

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი აღარ განმეორდეს. თალაკვაძის განცხადებით, ამ ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

 

„პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების საფლავებს, ასევე, ვანუგეშეთ მათი ოჯახები. თითოეული ისტორია, თითოეული ჯარისკაცის ბედი, რომელიც უკავშირდება აგვისტოს ომს, არის ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის მაგალითი, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში აღარასდროს განმეორდეს ომი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს იყო ამ ადამიანების ოცნება, ეს იყო ის იდეა, რასაც ისინი შეეწირნენ. მათი შვილები და ოჯახები იმსახურებენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს, თავისი უკეთესი მომავალი ააშენოს მშვიდობით. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში,“ - განაცახადა თალაკვაძემ.

წაკითხვა 541 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.