"რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო" - რომან გოცირიძე ლარის კურსზე
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა 0.5%-ით სწორი გადაწყვეტილებაა.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეროვნულ ბანკს ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა.
“ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს ლარის გაუფასურების შესაჩერებლად და შესაბამისად, ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის უნდა გამოიყენოს რეზერვები. წინა თვეს ამ ზომისათვის რომ არ მიემართა, რომელმაც გარკვეულწილად ბაზარი დაამშვიდა, ლარი დიდი ხანია გადაცილებული იქნებოდა სამიანის ნიშნულს და საკმაოდაც. რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო. თუ რეზერვებს აგროვებ და ბაზარში (კურსში) ერევი, მისი უკან დაბრუნებაც იგივე ეფექტის მქონე ქმედებაა და ცალკარა თამაშის (მხოლოდ დაგროვება) ჯანსაღ საქციელად გასაღება, სისულელეა.
ეროვნულმა ბანკმა თუ ეპიზოდურად წაიფაფხურა, მთავრობა არაფერს აკეთებს ლარის სტაბილურობისათვის. პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება და ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეწყდეს ლარის მცოცავი გაუფასურება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლეები
- "მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს" - შსს
- „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
- "შეკრების დაგეგმვა ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა" - გია ვოლსკი
- "საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა, ეს არ შესრულდა" - ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
- რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ