April 25, 2024

"ოპონენტების განცხადებები შეწყალებასთან დაკავშირებით რეალურად არის სამმაგი სტანდარტი"

„როდესაც ექს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ, ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი, არანაირი წუხილებით არ გამოსულა.

შემდეგ, როდესაც ექს პრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება" მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე და და დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა განცხადებებს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.

 

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ სამმაგი სტანდარტის მქონე ადამიანებს, საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადგილს არ მიუჩენს, ქვეყანაში სიმართლის და სიცრუის გარჩევა რთული იქნება.

 

„ეს არის სამმაგი სტანდარტი და თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადექვატურ შეფასებას არ მისცემს და იმ ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში, სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს  საზოგადოებაში და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში.  ფაქტია, რომ სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას" ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული  პოზიცია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წაკითხვა 549 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.