ამ გვერდის ამობედვა

"სააკაშვილზე რომ ვლაპარაკობ ივანიშვილი მახსენდება, ჰგვანან რაღაცეებში ერთმანეთს"

“ზოგჯერ რომ ვლაპარაკობ მიშა სააკაშვილზე, რაღაც მომენტებში ბიძინა ივანიშვილიც მახსენდება ხოლმე”,-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“ზოგჯერ რომ ვლაპარაკობ მიშა სააკაშვილზე, რაღაც მომენტებში ბიძინა ივანიშვილიც მახსენდება ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ჰგავანან რაღაცებში ერთმანეთს”,-ამბობს ხუხაშვილი

 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რაში ჰგვანან ერთმანეთს  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხუხაშვილი პასუხობს:

 

”ეჭვიანობაში. გამომდინარე იქიდან რომ “ნაციონალური მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” ყავს თავისი აქტიური ელექტორალური ბაზა, წინასაარჩევნოდ უნდა განისაზღვროს ბირთვი, ამისთვის მიდის ახლა ჭიდაობა. ამ ბაზას ვინ დააჯდება. მათ შორის პოლემინკა წინასაარჩევნო ბრძოლაა”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

წაკითხვა 612 ჯერ