როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე

“რუსეთ-საქართველოს შორის ავიამომისვლის შესაძლო აღდგენის შესახებ კრემლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რამდენიმე მოსაზრება გააჩინა; კერძოდ, ეს შესაძლოა ერთგვარ აღიარებად ჩაითვალოს, რომ მოსკოვმა ამ აკრძალვით საქართველოს ის ეკონომიკური ზიანი ვერ მიაყენა, რასაც რუსული მხარე მოელოდა. თანაც, რუსეთის ეკონომიკაც გარკვეული წნეხის ქვეშ ექცევა, რაზეც თავად მოსკოვი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და ფრენა აღადგინოს. რეალურად უნდა ითქვას ისიც, რომ ავიამომისვლის აღდგენა რუსეთის ინტერესშიცაა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე / “რაიმე კატასტროფის მოწყობა საქართველოს ტურისტულ სექტორში რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო“

"საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შემოღებულმა აკრძალვამ საქართველოს ეკონომიკა ვერ დააზარალა და ეს ფაქტი შესაძლოა გახდეს იმის წინაპირობა, რომ კრემლმა ორ ქვეყანს შორის ავიამიმოსვლა აღადგინოს; ეს, რა თქმა უნდა, იყო სადამსჯელო აქცია მიზნად ისახავდა ტურისტული ნაკადის მკვეთრ შემცირებას საქართველოში; შედეგი თავიდან საგრძნობი იყო, რადგან რამდენიმე ტურისტულ დაწესებულებაში, სასტუმროებში, მანამდე არსებული შეკვეთები გააუქმეს და ამან სირთულეები გააჩინა. თუმცა, შემდგომ სიტუაცია დაბალანსდა. ასე რომ, რაიმე კატასტროფის მოწყობა საქართველოს ტურისტულ სექტორში რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. ამიტომაც, როგორც ჩანს, დაფიქრდნენ რამდენად აზრიანია ზიანი მიაყენონ საკუთარ სატრანსპორტო ბიზნესსაც, თანაც შედეგი ვერ მიიღონ. ალბათ ამიტომაც გაჩნდა თემა მათ მიერ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების თაობაზე და ამ საკითხის განხილვის შესახებ. ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კეთილგონიერი იქნება რუსეთის ხელმძღვანელობა და როდის გააკეთებს დასკვნას, რომ ამ ყოველგვარ საფუძველს და აზრს მოკლებული ღონისძიებებით, ისინი მხოლოდ საკუთარ ეკონომიკასა და ავტორიტეტს ვნებენ. რაიმე განსაკუთრებულ და მტკივნეულ დარტყმას, რაც მათ აქვთ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის მიზნით, ვერ მიაღწევენ. იმედია, გადახედავენ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენები მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როცა ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაჩინოდ გაუმჯობესება მოხდება და ცხადი გახდება, რომ „აგრესიულ კალაპოტში" დაბრუნება უკვე აღარაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, უკვე არასებობს ამის პირველი მაგალითი - ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამჟამად კი რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით დაზარალებულ ავიეკომპანიებთან კომპენსაციის საკითხს განიხილავს. ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებას ვერ ცვლის. წინასაწარი მოსამზადებელი სამუშაოს გარეშე, ასეთი შეხვედრები რაიმე ცვლილებას ვერ მოიტანდა. ალბათ, წინასწარ რაიმე კონტაქტები არსებობდა, მაგრამ შეხვედრა უფრო სპონტანური ხასიათის იყო, - შვეიცარულმა მხარემ ეს მინისტრებს ნიუ-იორკში შესთავაზა. მსგავს შეხვედრებს აზრთა გაცვლის გარდა, სხვა შედეგი, როგორც წესი, არ მოაქვს," - დასძინა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია და პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავლის წყაროსთან."მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ინტერესში შედის, რომ ფრენები აღდგეს: ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ამაზე მეტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, ფრენების შედეგად საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხებიდან შემოსავლის სახით ჰქონდეთ შემოსავალი, მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება," - განაცხადა ჩუგოშვილმა. „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბარი ევროპიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დამსახურებაა." - მისი თქმით, ფრენების აღდგენაზე საუბარი რუსულმა მხარემ იმიტომ დაიწყო, რომ ფრენების შეწყვეტამ სერიოზული ზიანი საქართველოს ეკონომიკას ვერ მიაყენა, რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა ნაკადი ევროკავშირიდან”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 91 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.