ნიკა მელია - რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“

დეპუტატს არ აქვს ვალდებულება სახლიდან გამოსვლისას საქმის კურსში ჩააყენოს თადუმაძე, ივანიშვილის ადიუტანტი, რომ ის პარლამენტში მიდის,

 - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

 

მისივე თქმით, მას არ გაუფრთხილებია დღეს პროკურატურა პარლამენტში მოსვლის თაობაზე და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

 

"რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. დიახაც, აუცილებლად ვივლი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი და არა მხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,"- განაცხადა მელიამ.

 

შეგახსენებთ, სიტყვები "რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში" ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

 

https://www.interpressnews.ge/ka/

 
წაკითხვა 518 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.