April 23, 2024

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის ახალ პრეზიდენტად მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი „რუსეთის ახალ პრეზიდენტად“ მოიხსენია. შეცდომაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა, დენიელ დეილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაამახვილა ყურადღება.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზეც არის განთავსებული. ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა.

 

 

„რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, ის კარგი კაცია, განცხადება გააკეთა. იქ არაფერი იყო. არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

 

25 ივლისის სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სთხოვა, დაინტერესებულიყო კომპანია „ბურისმას“ საქმით. სწორედ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი.

 

 

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ მოხსნეს. ტრამპი ვარაუდობს, რომ საქმეში ჯო ბაიდენია გარეული.

 

 

 

წაკითხვა 401 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.