საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა.

ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ.

 

„იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის იმ პროტოკოლს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, იძულებულნი ვართ დავხუროთ საელჩო“,-იტყობინება სხვადასხვა ქვეყნის მისიების ვებ-გვერდები.

 

ამასთან, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს.

 

„გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია საქართველოში ისარაელის საელჩოს მიერ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 1818 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.