კარლ ჰარცელი პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე - რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და პოლარიზაციის რისკებს ზრდის
რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის რისკები არსებობს.
„რაც გუშინ მოხდა, ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას და ასევე ნდობას საზოგადოების ფართო ნაწილის მხრიდან, რაც თავისთავად ზრდის პოლარიზაციის რისკებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ნიშნები ჩანს. დღეს მოლაპარაკებებს გავმართავთ რამოდენიმე მხარესთან, რომ ვნახოთ გამოსავალი. შეხვედრებს ასევე გავმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
სიახლეები
- ტკბილი კარტოფილის კასეროლი
- "გვინდა, ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, საქართველოს გზა ევროპაშია და ვიქნებით კიდეც" - სოზარ სუბარი
- "მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის" - ილია თოფურია
- პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
- "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ტიპის კანონი სუბიექტურად არასდროს აწყობს არცერთ ქვეყანას, იმ ქვეყნის გარდა, სადაც ეს კანონი მოქმედებს, ამ შემთხვევაში, კანონი აწყობს მხოლოდ საქართველოს "- მამუკა მდინარაძე