March 29, 2024

"სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის" - რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები

ჩემი აზ­რით, დღეს სი­ტუ­ა­ცია უკვე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­კენ მი­დის. ოპო­ზი­ცია კი ისე გა­ა­კე­თებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „აი­ძუ­ლებს“ მო­ი­მოქ­მე­დოს ის, რაც მას უნდა - ჩა­ა­ტა­როს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის გამო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­წყე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

 

 

რო­გორც ექ­სპერ­ტმა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს, აქ­ცი­ე­ბი უნდა გა­მარ­თოს, მაგ­რამ არა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და არა ისე­თი მო­თხოვ­ნე­ბით, რა­ზეც აპ­რი­ო­რი ცნო­ბი­ლია, რომ მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლებს. ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბის რწმე­ნა უნდა ჩა­ნერ­გოს.

 

 

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მუხ­ტი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს მუხ­ტი რომ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ვი­დეს, მას სხვა დე­ტო­ნა­ტო­რი სჭირ­დე­ბა და არა ის, რა­ზე­დაც დღეს მი­დის სა­უ­ბა­რი.

 

 

ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო პრობ­ლე­მა, შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე. დღეს, მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ არ არის ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რიც იყო 2011 წელს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი“, აგ­რე­სი­უ­ლი და მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი. მა­ში­ნაც კი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა ძა­ლა­ში და­ტო­ვა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“.

 

 

ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო 1990 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და და მა­შინ იყო პა­ტა­რა აქ­ცია. ისიც კაც­მა არ იცის, რა­ტომ იყო აქ­ცია, იმი­ტომ, რომ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და აქ­ცია მა­ინც გა­ი­მარ­თა.

 

 

ამი­ტომ, ამის მო­ლო­დი­ნი თუ აქვს ოპო­ზი­ცი­ას, ცდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რაც არის ვხე­დავთ, მაგ­რამ ეს ოპო­ზი­ცი­აც არ ვიცი, რა არის. თუ არ იფიქ­რებს ოპო­ზი­ცია, არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებს. აა­ნონ­სე­ბენ პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებს, ამას ვერ გა­ქა­ჩა­ვენ. 2009 წელს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი გა­და­კე­ტი­ლი იყო და კარ­ვე­ბით იყო გა­და­ჭე­დი­ლი, რა­მაც შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნა. ამ პრო­ტეტს არ ექ­ნე­ბა ის რე­ზულ­ტა­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

 

 

პო­ლი­ტი­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­ტყვის გა­ტეხ­ვა არ აპა­ტი­ოს.

 

 

რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან წევ­რე­ბის გას­ვლა შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი დარ­ტყმაა, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი რუს­თა­ველ­ზე და მათი რა­ო­დე­ნო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა.

 

 

„გარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი­სა, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა და­ტო­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბა. ეს ნა­ბი­ჯი მათი მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი დარ­ტყმაა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის და გა­მო­სა­ფხიზ­ლე­ბე­ლიც, ვიდ­რე რა­ო­დე­ნო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა რუს­თა­ველ­ზე. მათი მხრი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ისი­ნი არ იყ­ვნენ საქ­მის კურ­სში და სწო­რედ ჩა­ვარ­დნა­ზე გა­მო­ხა­ტეს რე­აქ­ცია. ნი­შან­დობ­ლი­ვი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მათ რე­აქ­ცია სწო­რედ იმა­ზე გა­მო­ხა­ტეს, რომ შე­პი­რე­ბუ­ლი სი­ტყვა უნდა შეს­რულ­დეს და ასე­თი­ვე რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს. სი­ტყვის გა­ტეხ­ვის ფაქ­ტი არის მი­უ­ღე­ბე­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბას სი­ტყვის გა­ტეხ­ვა არ აპა­ტი­ონ, გა­აჩ­ნია, პრო­ცე­სე­ბი რო­გორ წავა“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

 

 

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვალს, რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძე აცხა­დებს, ყვე­ლა მხა­რის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის სა­ხეც­ვლი­ლი ვა­რი­ან­ტის კენ­ჭისყრაა, თუმ­ცა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა იგი­ვე უნდა დარ­ჩეს.

 

 

„თუკი ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და პრო­ცე­სი, მა­შინ დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით რომ არ ჩა­ტარ­დეს, რა­საც რე­ა­ლუ­რად რუს­თა­ველ­ზე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მა­შინ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა უნდა შე­ვი­დეს, რაც იგი­ვე პრობ­ლე­მას და­ე­ჯა­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის მხრი­დან, რა­საც უკვე და­ე­ჯა­ხა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, მგო­ნი, ჩი­ხის შემ­ცვე­ლია. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ქვეყ­ნის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ოპო­ზი­ცი­ის­თვის იქ­ნე­ბა ის, რომ არ­სე­ბულ პრო­ექტს მი­ე­ცეს ახა­ლი რე­დაქ­ცია, რომ­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა ძვე­ლი დარ­ჩე­ბა და ხე­ლახ­ლა გა­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭისყრა­ზე. შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი ისე­თი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი აი­ტანს ხელ­მო­რედ გა­სა­ტა­ნად. რო­გორც ჩანს, ამა­ზეც არის ლა­პა­რა­კი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის რე­აქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუკი ხელ­მე­ო­რედ გა­ტა­ნა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, მგო­ნია, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­წყნარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

 

 

ახლა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აფექ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, არც ერ­თმა მხა­რემ არ იცის რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი, არა­ვის აქვს გა­მო­სავ­ლის ფორ­მუ­ლა, მიმ­დი­ნა­რე­ობს შუბ­ლე­ბით შე­ჯა­ხე­ბა მო­რე­ვა­ზე. დღეს ვართ პო­ლი­ტი­კურ რინგზე, სა­დაც ლო­გი­კა არის გა­თი­შუ­ლი და ყვე­ლა იყუ­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ კუნ­თებ­ზე, - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

 

 

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, როცა კუნ­თე­ბით იწყე­ბა ბრძო­ლა, ზა­რალ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო.

 

 

„ვინ მო­ე­რე­ვა, მე ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მო­ლა­პა­რა­კე­ბის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სივ­რცე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წა­არ­თვა პო­ლი­ტე­ლი­ტას. ხელი მო­კი­დეს და რინგზე შე­აგ­დეს, იჭი­და­ვეო უთხრეს და რა უნდა ქნას პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ? ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი­ვე გა­და­ფურ­თხე­ბუ­ლი ალო­კა. ყვე­ლა არის შო­კი­რე­ბუ­ლი. არა მგო­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ას ჰქონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა რა სურს. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ და მეც ვერ ვხე­დავ გა­მო­სა­ვალს, ჩიხ­ში ვართ, როცა კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის სივ­რცე, ვე­ლიც აღარ და­ტო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც ჩა­ი­დი­ნა. დადო სა­ჯა­რო პი­რო­ბა და ადგა და სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა ჩა­ა­გო. ის, რომ ჯოხი ბე­რა­ი­ა­ზე გა­დავ­ტე­ხოთ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კურ ეთი­კას ფასი და­უ­კარ­გა. მან თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი „მო­სუ­ლა“, შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი რამ შეგ­პირ­დეთ, შემ­დეგ არ გა­ვა­კე­თო და ის ვი­რეშ­მა­კუ­ლი თა­მა­ში, რომ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის გამო მოხ­და და თვი­თონ ძა­ლი­ან წუხს, ამის არა­ვის სჯე­რა! ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ფორმ­დე­ბა ასე, რომ იმ­დე­ნად ეში­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია, ეს არის პრობ­ლე­მა. მისი სი­ტყვის ფასი არის უკვე ნული. დახ­შულ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ვერ ხვდე­ბა ვე­რა­ფერს ან თუ ხვდე­ბა და ამას აკე­თებს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ცი­ნიზ­მი. ის ფიქ­რობს, რომ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­საც მინ­და იმას „შე­ვაჭ­მევ“. ვე­ტყვი, რომ 2X 2= 5-ს და ამას წიხ­ლით შე­ვაჭ­მევ. ეს სა­ხი­ფა­თოა ქვეყ­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

 

 

რო­გორც მან თქვა, ამ დრო­ის­თვის საგ­ზაო რუკა და ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვანს, არ არ­სე­ბობს.

 

 

„ზო­გა­დად არ ვარ ქუ­ჩით რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის მომ­ხრე, მაგ­რამ დღეს მე სივ­რცეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის­თვის ვერ ვხე­დავ. შენ რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე დაჯ­დე, ხომ უნდა ენდო მე­ო­რე მხა­რეს?! ხე­ლი­სუ­ფალ­მა, ერ­თმა ადა­მი­ან­მა შე­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა აბ­სო­ლუ­ტურ პო­ლი­ტი­კურ ჩიხ­ში, და­უ­კარ­გა სი­ტყვას ფასი. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად რომც მო­ი­ძებ­ნოს ფორ­მუ­ლა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უხე­შად არ­ღვეს თა­ვის სი­ტყვას, აღარ არის სან­დო რაზე უნდა ესა­უბ­რო. მე არ მინ­და რომ ქუ­ჩით გა­და­წყდეს პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტის ფორ­მუ­ლას ვერ ვხე­დავ, შე­მიძ­ლია ვი­ფიქ­რო, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე არ გა­ხურ­დეს, რომ კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

 

 

მი­სი­ვე თქმით, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ფიქ­რობს, რომ გა­მოვ­ლენ, და­იღ­ლე­ბი­ან და წავ­ლენ, მისი გა­კა­რე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან სა­ხი­ფა­თოა.

 

 

წაკითხვა 469 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.