April 26, 2024

"ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა მონობისთვის გაჩენილი, არამგონია, საზოგადოებამ ამდენ ტყუილს გაუძლოს"

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია გვკარნახობს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა მონობისთვის გაჩენილი. არამგონია, ქართველმა ხალხმა ამდენ ტყუილს გაუძლოს, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

 

როგორც ჩიჩუა აღნიშნავს, ხალხმა ეს ხელისუფლება უნდა აიძულოს, " მათი შეკვეთა შეასრულოს".

 

 

"ეს არის უკიდურესი, ბოლო წერტილი, რაც ამ მთავრობამ და ხელისუფლებამ ტყუილში გვაცხოვრა. არამგონია, ქართველმა ხალხმა ამდენ ტყუილს გაუძლოს, მოითმინოს და გადაყლაპოს და მონებად იქცნენ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია გვკარნახობს, რომ არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხი მონობისთვის გაჩენილი. უკეთესი გვეკუთვნის ჩვენ. თუკი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ სიყალბეში ვცხოვრობთ და არ გვაქვს პროგრესი, ყველა შემთხვევაში ბოლოში უნდა გავიდეთ და ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ ხალხის შეკვეთა შეასრულოს", - განაცხადა ჩიჩუამ.

 

 

წაკითხვა 457 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.