IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

 

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის მიმართ საკუთარ უარყოფით განწყობას რესპონდენტთა 70 % ასახელებს და მხოლოდ 23 % აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს.

 

 

7 % ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

 

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რესპონდენტთა 39 % მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49 % კი - უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2 % ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10 %-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

 

 

გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც. კერძოდ, არჩილ თალაკვაძე რესპონდენტთა 50 %-ს არ მოსწონს, 25 % კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10 %-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, 15 % კი ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

 

წაკითხვა 519 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.