March 29, 2024

“2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია”

"არსებობდა “ქართული ოცნების” დაპირება ყველა საზოგადოებრივი მონაწილის, საერთაშორისო პარტნიორისა თუ საზოგადოების წინაშე საჯაროდ გაცემული და არა მხოლოდ დაპირების თვალსაზრისით, არამედ დარწმუნების მხრივ, რომ ამ გზას ადგანან.

ამ ყველაფრის ტყუილად გადაქცევის მხრივ პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”. ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობასაც” კი მისცა მორალური უპირატესობა - ვამბობ იმ ძალაზე. რომელიც ჩემთვის მიუღებელია..." - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან კობერიძე: “2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია” / “ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულ არც ერთ აქციას არ შევუერთდები”.

 

“ოცნებამ” პროცესი შეიყვანა ჩიხში და რეალურად ჩვენ დღეს მივიღეთ ორპოლუსიანი სისტემა და ვხედავთ, რომ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” გადასული არიან ერთმანეთის მიმართ ბრძოლაში - ეს აქამდეც იყო, მაგრამ ხელისუფლებამ პროცესი შემოაბრუნა, პროცესი სხვაგვარად ვითარდებოდა, წარმოშობოდა ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირების პროცესი, პოლიტიკური ძალის ვექტორი აქეთ იყო მიმართული... არ გამოვრიცხავ, რომე ეს ორპოლუსიანობა შეგნებულადაც იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ ბოლომდე ჩაებღაუჭონ ხელისიფლებას. “ოცნებისგან” ჩვენ არანაირი ლოგიკური ახსნა არ მოგვისმენია, თუ რატომ უნდა შემობრუნებულიყო პროცესი უკან. “ნაციონალური მოძრაობა” და "ქართული ოცნება” დღესაც ერთად მართავენ ქვეყანას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებში ისევ ერთად გაიმარჯვონ ქართველ ხალხზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კობერიძე.

 

“აქციებს არ შევუერთდები, ჯერ ერთი პარლამენტში ვარ და იქ ვსაქმიანობ. მით უმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულ არანაირი აქციას არ შევუერთდები. ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივობას, ნემისმიერ ფორმას მივესალმები იმ დონემდე, სანამ ის კანონის ფარგლებს არ სცდება - თუ სახალხო მღელვარება არ არის, როდესაც შეიძლება კანონსაც კი გასცდეს. რასაც ახლა ვხედავთ ახალგაზრდების მხრიდან, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. “ქათული ოცნება” ასეთი ტიპის მოპყრობას იმსახურებს, თუმცა მივიჩნევ, რომ პარლამენტს მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს... ბოქლომების აქცია პროტესტის ფორმაა, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება და ის, რომ პარლამენტში არ შეუშვან დეპუტატები სხვა ტიპის ქმედებაა. თუ სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიჰყავთ საქმე, პირდაპირ თქვან და ნუ ეფარებიან გაერთიანებული ოპოზიციის შირმას -გამოვიდნენ და თქვან, რომ “ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობა”, ზუსტად ის, რაც ვიყავით და გვინდა სახელმწიფო გადატრიალება...” - დასძენს ლევან კობერიძე.

წაკითხვა 474 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.