April 26, 2024

"თუ ხელისუფლება დეკემბრის ბოლომდე ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება"

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება.

 

როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა.

 

„ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი.

 

გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. მისი მიღება შეიძლება უახლოეს სამ კვირაში 76 ხმით. თუ ხელისუფლება ამ გამოსავალს დათანხმდება დეკემბრის ბოლომდე, შეჩერდება აქციები, შეწყდება კრიზისიც, ქვეყანაში გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და დავუბრუნდებით ნორმალურ კალაპოტს. ამისთვის ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ყვითელი ავტობუსების უკან მალვით პარალმენტში დეპუტატების შეყვანას და ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად“, - აცხადებს ბაქრაძე.

 

დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.

წაკითხვა 483 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.