"ამნესტი ინტერნეიშენალი": უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცეს დემონსტრანტების უფლებებს

„ამნესტი ინტერნეიშენალი - ამერიკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი დენიელ ბალსონი, 26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცეს დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უკმაყოფილების გამოხატვის უფლებას.

 

„ტვიტერის“ გვერდზე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი წერს: „მაშინ, როდესაც პოლიცია საქართველოში დემონსტრანტების საპროტესტო აქციას შლის, „ამნესტი“ მკაფიოდ აცხადებს: უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცეს დემონსტრანტების უფლებას, შეიკრიბონ მშვიდობიანად და გამოხატონ უკმაყოფილება“.

 

 

დენიელ ბალსონი ასევე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს: აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

 

 

„თანამდებობის პირები საქართველოში, მაგალითად, გიორგი გახარია, ან აშშ-ში საქართველოს საელჩო, უნდა ხვდებოდეს, რომ მოვლენებს თბილისში აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება“.

 

 

მაგალითად ბალსონს კონგრესმენ ადამ კინზინგერის „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადება მოჰყავს, რომელიც 15 ნოემბერს წერდა, რომ „შოკირებული და იმედგაცრუებული“ იყო საქართველოს მთავრობის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირების შეუსრულებლობით. „საქართველოს ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერდა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი 15 ნოემბერს.

 

 

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 453 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 26 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.