"ივანიშვილს შეიძლება მხოლოდ დავცინოთ, გუშინ ხელისუფლების დაკარგვის ცხოველურ შიშს ასხივებდა“ - ჩხარტიშვილი

"თავად ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მისი მთავარი დამფინანსებელი და მხარდამჭერი იყო," - ასე ეხმიანება "რეზონანსთან" "ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშილის გუშინწინდელ ინტერვიუს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ივანიშვილს შეიძლება მხოლოდ დავცინოთ, გუშინ ხელისუფლების დაკარგვის ცხოველურ შიშს ასხივებდა“ – ჩხარტიშვილი

 

"ევროპული საქართველო" იქნება თუ ლეიბორისტული პარტია, ერთ თამაშს თამაშობენ... „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები, ყოფილი თუ ახლანდელი, არ აქვს მნიშვნელობა, მე „ნაციონალურ მოძრაობად" მოვიხსენიებ ყველას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ერთერში. ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ამ გამოსვლაში ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის შიში ეტყობოდა. „ბიძინა ივანიშვილს შეიძლება მხოლოდ დავცინოთ, გუშინ ხელისუფლების დაკარგვის ერთგვარ ცხოველურ შიშს ასხივებდა, ეს ადამიანი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის გამო, მზადაა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ კბილებით იბრძოლოს და ყველა დაპირება დაარღვიოს, სინდისის პრობლემებთან ერთად, მეხსიერების პრობლემაც აქვს იმიტომ, რომ პროპორციული სისტემის პირობის დარღვევის გარდა, ასობით დარღვეული პირობა გვახსოვს,ივანიშვილი და ტყუილი სინონიმები არიან”,- აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტად გამოცხადებას, ჩვენ ცნობილები ვართ მხოლოდ იმით, რომ ყველაზე აქტიური მებრძოლები ვართ, მათ შორის სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" რეჟიმთან მიმართებაშიც, ამის გამო პატიმრობა, დარბევა და სხვა სახის რეპრესიები არ დაგვკლებია. „თავად ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მისი მთავარი დამფინანსებელი და მხარდამჭერი იყო.ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან მთავარი პირობა დაარღვია და სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაფერი გააკეთა, მას წინამორბედი ხელისუფლების ჯალათების საქმეები კანტიკუნტად მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა,როდესაც საარჩევნოდ და პიარის სახით სჭირდებოდა. „ნაცმოძრაობის" დროინდელი ყველა ჯალათი თანამდებობებზე დატოვა და დიდი ნაწილი დააწინაურა კიდეც, დღეს „ნაცებზე" მეტი „ნაცი" „ქოცებშია" და იგი სხვის „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერობაზე საუბრობს. „თავს იმართლებს იმით, რომ მაჟორიტარული სისტემა სააკაშვილსაც არ დაუთმიაო, საზოგადოებამ ზუსტად იმიტომაც უთხრა უარი წინა ხელისუფლებას, რომ უსამართლო იყო. „მინდა განვმარტო, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის" არც ბლოკში არ ვართ და არც ერთიან პოლიტიკურ პლატფორმაზე, ჩვენ ვართ მემარცხენე ორიენტაციის მებრძოლი პარტია, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური კონსულტაციებით საერთო მოთხოვნის ირგვლივ ვართ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები სწორი, პროპორციული ფორმით ჩატარდეს, ეს პირობა მანაც დადო , მაგრამ მთელი მსოფლიო და საკუთარი ხალხი მოატყუა და ამ ყვლაფრის შემდეგ კი ის რაღაცეებს მიედ-მოედება. "ივანიშვილს ვაფრთხილებთ, რომ ბოლო გაფართხალებით ნუ ეპოტინება რაღაცეებს, ვურჩევდი, რომ ხალხს იქამდე ნუ მიიყვანს, რომ კადაფივით დაამთავროს, შეასრულოს მოთხოვნა, რომ ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და პარლამენტი ხალხმა დააკომპლექტოს შესაბამისი პროპორციით და არა ივანიშილმა, დიქტატურა ამ ქვეყანაში არც სააკაშვილს, არც შევარდნაძეს არ გაუვიდა და ვერც ივანიშვილი მიაღწევს ამას. „როგორც ჩანს, ივანიშილი არც არჩევნების გზით აპირებს წასვლას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ერთი მოთხოვნის ირგვლივ ვიბრძოლებთ, „ნაცმოძრაობის" შიშით არჩევნებზე უარის თქმა სასაცილოა. ესაა უნიკალური შანსი, რომ არა მხოლოდ ივანიშვილის დიქტატურა დავასრულოთ, არამედ ვერავინ ვერ აიღოს არათუ კონსტიტუციური უმრავლესობა, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი,უნდა იყოს მრავალპარტიული და მრავალხმიანი პარლამენტი, სადაც კონკურენციის გამო მაინც უკეთესად მოიქცევიან და მეტ დადებითს შექმნიან საზოგადოებისათვის," - განაცხადა ჩხარტიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 493 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 29 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.