დაგვიცავი ნუ ГАИწევი — #სირცხვილიას და შეცვალეს საპროტესტო აქცია შსს-თან

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა #სირცხვილიას და შეცვალეს აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. სამოქალაქოს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლიციელებს მოუწოდებდა დაიცვან მოქალაქეები, სამართალი და არ დაემორჩილონ მხოლოდ ზემდგომ ადამიანებს.

გიგა მაქარაშვილი, TV პირველთან საუბრისას ამბობს, რომ იმედი აქვს პოლიციის ეს ინერტულობა დროებითია და ისინი კვლავ გააგრძელებენ დემონსტრანტების დაცვას.

"ექვს თვიანი უწყვეტი აქციების მანძილზე, ყველა ჩვენი აქცია იწყება და მთავრდება პოლიციისთვის მადლობის გადახდით, ახლა უნდა ვუთხრათ ჩვენი გულისტკივილი, ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება", — ამბობს მაქარაშვილი.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "დაგვიცავი ნუ ГАИწევი" და "მოძალადესთან ნუ ГАИგივდები". ГАИ რუსულენოვანი სიტყვაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ საპატრულო პოლიციას ერქვა.

ამ ფორმით აქტივისტები აპროტესტებდნენ ქართული ოცნების ოფისთან მომხდარ მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავებმა არ დააკავეს პირები, რომლებიც არამხოლოდ აქტივისტებს, არამედ პოლიციელებსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას.

https://on.ge

წაკითხვა 439 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.