March 28, 2024

“ხელისუფლებას გერმანული მოდელის მიღება მოუწევს”

"წარმოიდგინეთ, ისეთ რეალობაშია დღეს “ქართული ოცნება”, რომ ის 12-მა სპიკერმა დატოვა.

პარტიისთვის ეს დიდი დანაკარგია. საუბარია პარტიის პოლიტიკურ სახეებზე. იმდენად სამარცხვინოა დღეს “ქართულ ოცნებაში” ყოფნა, რომ ამ ადამიანებს იქ დარჩენა არაფრად უღირდათ. როდესაც “ქართული ოცნება” ძალის დემონსტრირებას ახდენს, ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. ძალიან უსუსურად გამოიყურებიან. მათი მხრიდან გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობა, მათ მიერ ნასროლი ნებისმიერი კვერცხი თავად ხვდებათ სახეში ამით ხომ საკუთარ ხელისუფლებას ანგრევენ...” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სერგო რატიანი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურითსერგო რატიანი: “ოცნების” მიერ ნასროლი ყველა კვერცხი მასვე ხვდება სახეში / “ხელისუფლებას გერმანული მოდელის მიღება მოუწევს”.

 

“ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ საკუთარი ხელისუფლება მანამდე დაენგრია, სანამ ბოლომდე ჩამოიშლებოდა. ის აშანტაჟებს ყველას, მთლიანად საზოგადოებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მისი ძალები და შესაძლებლობები იწურება მიუხედავად 7 მილიარდისა. ჩვენ გვინახავს ოლიგარქები როგორ მძიმედ ამთავრებენ. ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. პირიქით... როდესაც საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, ამას მილიარდები არ უშველის. ოპოზიციის რეიტინგი მუდმივად იზრდება, ხელისუფლების - იკლებს. ფული და ძალაუფლება ამას ვერ აჩერებს...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგო რატიანი.

 

“ოპოზიცია დღეს ორი ტაქტიკით მოქმედებს - ერთი საპროტესტო აქციები და მეორე - პოზიტიური დღის წესრიგი - ხელისულებას შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ამ პირობებში "გერმანული მოდელია" გამოსავალი. მისი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბარი არის ტყუილი. ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და ამ მოდელის მიღება - სხვა გამოსავალი “ქართულ ოცნებას” არ აქვს”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიციას დღევანდელი მუხტის შენარჩუნება გაუჭირდება? - პასუხობს:

 

“არც საზოგადოება, არც ჩვენ, ოპოზიცია, არ დაიღლება - ამაში ვარწმუნებ ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველა თავის დანაპირებში ხალხი “გადააგდო”. ბოლოს გაირკვა, რომ წასვლასაც არ აპირებს. ეს დანაპირებიც რომ არ შეასრულა! ამას უკვე აღარავინ აპატიებს. შესაბამისად, დაღლას აღარავინ აპირებს. თუ ამის იმედად არიან, ძალიან ცდებიან. საზოგადოებაში პროტესტი მზარდია და ეს ფართო საზოგადოებრივი პროტესტია. ამას თვალნათლივ ნახავენ”.

წაკითხვა 467 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.