March 29, 2024

პრეზიდენტი ჯარზე სხვა რამეს გულისხმობდა და ვერ გამოხატა — სოფო კილაძე

ართული ოცნების დეპუტატმა სოფო კილაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე იმით გაამართლა, რომ "პრეზიდენტს სხვა რამის თქმა უნდოდა და ვერ გამოხატა".

"ჩვენ რა თქმა უნდა გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ჯარები, რომლის იმედიც გვაქვს სამშობლოს დაცვის დროს. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა. ალბათ იმის თქმა უნდოდა რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. ამას გულისხმობდა, ალბათ, და ვერ გამოხატა, რისი თქმაც უნდოდა", — ამბობს დეპუტატი.

10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა განაცხადა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
https://on.ge/

წაკითხვა 488 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.