“თუ ჯარი არ გვყავს, გამოდის, მთავარსარდალიც არ გვყავს – მაშინ, რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რას გველაპარაკება” – ხუხაშვილი

“ეს არის მორიგი ექსტრავაგანდული განცხადება”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს.

 

ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი “მარტო სახლში” თამაშობს.

 

 

“მე ვფიქრობ, რომ საერთოდ თავი უნდა დავანებოთ სალომე ზურაბიშვილის კომენტირებას. ასეთი განცხადება მთავარსარდლის მხრიდან, რომ ჯარი არ გვყავს, გამოდის, რომ მთავარსარდალიც არ გვყავს, არც პრეზიდენტი გვყავს და რას გველაპარაკება, რა უნდა?! ის არის მთავარსარდალი, რომელსაც ჯარი არ ჰყავს?” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

 

შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

 

 

https://metronome.ge/

წაკითხვა 511 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 11 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.