“თუ ჯარი არ გვყავს, გამოდის, მთავარსარდალიც არ გვყავს – მაშინ, რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რას გველაპარაკება” – ხუხაშვილი
“ეს არის მორიგი ექსტრავაგანდული განცხადება”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს.
ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი “მარტო სახლში” თამაშობს.
“მე ვფიქრობ, რომ საერთოდ თავი უნდა დავანებოთ სალომე ზურაბიშვილის კომენტირებას. ასეთი განცხადება მთავარსარდლის მხრიდან, რომ ჯარი არ გვყავს, გამოდის, რომ მთავარსარდალიც არ გვყავს, არც პრეზიდენტი გვყავს და რას გველაპარაკება, რა უნდა?! ის არის მთავარსარდალი, რომელსაც ჯარი არ ჰყავს?” – აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
სიახლეები
- უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა
- "მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ყველას უფლებას, მეორე მხრივ, მომავალ თაობას არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან" - მამუკა მდინარაძე
- სააღდგომო კულიჩი
- პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა
- შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან