“ამ ჭაობს ივანიშვილი მხოლოდ 2-3 თვე შეინარჩუნებს” - კახა კუკავა

“ე.წ. გერმანული მოდელი მისაღებია, მაგრამ პანაცეა არ არის, მზად ვართ ივანიშვილი დარჩეს ამ პროცესებში მონაწილედ, აიღოს 30%, დანარჩენი 70%-ს აიღებს სხვა პოლიტიკური ძალები, ეს არის დღეს ხელისუფლებისთვის კარგი გამოსავალი” - ასე ეხმაურება “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ამ ჭაობს ივანიშვილი მხოლოდ 2-3 თვე შეინარჩუნებს” - კახა კუკავა.

 

 

“ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, შეიქმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი, მეორე, საერთაშორისო საზოგადოების მეტად ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მესამე ფაქტორი არის, თუმცა ნული პროცენტი, ხელისუფლებას ტვინი გაეხსნას, მეოთხე, ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლა. ე.წ. გერმანული მოდელი მისაღებია, მაგრამ პანაცეა არ არის, მზად ვართ ივანიშვილი დარჩეს ამ პროცესების მონაწილედ, აიღოს ის 30%, დანარჩენი 70%-ს აიღებს სხვა პოლიტიკური ძალები. ეს არის კარგი გამოსავალი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღეს მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაშია. ლითონის მაღალი ჯებირებით ალყაშემორტყმული, ბიუჯეტი 31 წუთში დაამტკიცა, ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერება, მხოლოდ პირადი წყენის გამო უნდა. პარტია ეშლება, რადგან დეპუტატები ყოველდღე ტოვებენ უმრავლესობას. ანუ ხელისუფლება დღეს სრულიად დისკრედიტირებული და გაკოტრებულია. დარჩენილია იმის იმედად, რომ 100 ათასი კაცი ქუჩაში არ დგას, მაგრამ ყველა მაინც ფეხებზე ჰკიდია მედიაც, არასამათვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. შეიძლება ეს ჭაობი 2-3 თვე შეინარჩუნოს, მაგრამ როცა 100 ათასი კაცი მართლაც გამოვა ქუჩაში, მერე გვიან იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

 

 

“ბევრი ხალხის გამოსვლის ამის ალბათობა ძალიან დიდია და მთლიანად დაკარგავს ძალაუფლებას, დიალოგი გავამართოთო, აღარავინ შესთავაზებს და არც ეს სრულიად სამარცხვინო კონტრაქციები უშველის. მართალია, ივანიშვილი ია-ვარდით გზას უხსნის “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას ელაპარაკება, სხვებს არაფრად მიიჩნევს, ქმნის იმის ილუზიას, რომ ისინი არიან მთავარი მოთამაშეები, მაგრამ ჩვენი “თავისუფალი საქართველოს” ამოცანა არის შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ამ პროექტის სლოგანი იქნება “არც “ქოცები” არც “ნაცები”, - დასძენს კახა კუკავა.

 

 

წაკითხვა 450 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.