April 25, 2024

“ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს”

“გახარია თუ წავა, ეს არ იქნება ოპოზიციის მოთხოვნაზე პასუხი. ჩვენ ვითხოვდით გახარიას მოხსნას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, მაგრამ საზოგადოებამ მისი დაწინაურება მიიღო. 2019 წელს ვითხოვდით გახარიას წასვლას, ახლა 2020 წელია და ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ არა გახარია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” - ეს გაერთიანებული ოპოზიციის უპირველესი ამოცანაა”, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს” / მურმან დუმბაძე: “ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ არა გახარია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.

 

“ასეთი საერთაშორისო ზეწოლა არ მახსენდება არც ერთ ხელისუფლებაზე. გახსოვთ, ბეიკერი რომ ჩამოვიდა? მან შევარდნაძეს დელიკატურად მიანიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობა ორ ვადაზე მეტხანს არ მართავს ქვეყანას - რვა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ძალაუფლება ხიბლში არ ჩავარდეს. ახლა დასავლეთი სწორედ ამას ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, სხვას კი არაფერს! ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ მისი დრო ამოიწურა. რვაწლიანი ციკლი დასრულდა. ამას ეუბნებიან დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად გასაგები ენით... რატომ უნდა დარჩეს ეს მთავრობა, რა მიღწევები გვაქვს, რამე შთამბეჭდავი მოხდა და ჩვენ გამოგვეპარა? ეკონომიკა დადგა ფეხზე, ლარის კურსი გამყარდა, სოციალური პრობლემები მოგვარდა თუ რა მოხდა?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მურმან დუმბაძე.

 

 

“არ გამოვრიცხავ, ივანიშვილმა მართლაც გვითხრას, რომ ცვლის მთავრობას - როგორც, მაგალითად, კვირიკაშვილი ვითომ ბავშვთა შიმშილობის გამო რომ მოხსნა. ჩვენ, ოპოზიცია 7-8 თვის წინ ვეუბნებოდით, რომ გახარია არ უნდა დაენიშნა. ახლა ივანიშვილს გახარიასთან და მთელ მთავრობასთან ერთად მოუწევს სახლში წასვლა - გაერთიანებული ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, შერეული სისტემით, პროპროციული სისტემით, ვადამდელი თუ ვადიანი არჩევნებით გაისტუმრებს “ქართულ ოცნებას” სახლში, ოპოზიცია აუცილებლად მოიგებს არჩევნებს!” - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?” - პასუხობს:

 

 

“ასეთი გაერთიანებული, კოორდინირებული და შეთანხმებული ოპოზიცია მე არ მახსენდება. ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ძალიან ბევრ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ერთმანეთისთვის მიუღებელი პოლიტიკოსები გვერდიგვერდ სხდებიან მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არჩევნებში დაამარცხონ ხელისუფლება. ძალიან რთულად წარმომედგინა, რომ ნინო ბურჯანაძე და გიგა ბოკერია ოდესმე გვერდიგვერდ დასხდებოდნენ ერთ მაგიდასთან. ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ მე მჯერა იმის, რასაც ვამბობ - ოპოზიცია ყველანაირ პირობებში მოუგებს არჩევნებს “ქართულ ოცნებას”.

წაკითხვა 425 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.