ამ გვერდის ამობედვა

რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას

“რაში აწყობს რუსეთს და რატომ გახდა აუცილებელი აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადაყენება და მის მაგივრად სხვა „პრეზიდენტის" არჩევა, თუ მაინცდამაინც ორივე ძალა მის მიერვე მართულია. ექსპერტები ამ საკითხის განხილვისას ხაჯიმბას უხეშ პოლიტიკას უსვამენ ხაზს, მიიჩნევენ, რომ იგი აფხაზური საზოგადოებისთვის განსაკუთრებით კი გალელებისთვის, "უტიფარი" და „კაცთმოძულე" იყო. რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, რასაც ე.წ. სამთავრობო აგარაკთან შეკრებილები მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ”, - წეს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას

 

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ხაჯიმბას გადაყენების მიზეზი საზოგადოების ინტერესები გახდა, რასაც რუსეთი თავისივე ინტერესებითვის უწევს ანგარიშს. „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში არსებობს ინტრესები და პოლიტიკური სხვადასხვა ცენტრები, ჩვენგან განსხვავებით რუსეთი ამას ანგარიშს უწევს, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რუსეთი ხედავს, „რათა აფხაზეთში იყოს სტაბილურობა და რუსეთის ინტერესები არ დაირღვეს, ის ვალდებულია სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესებს და ხედვებს ანგარიში გაუწიოს, დააბალანსოს და დააკმაყოფილოს საზოგადოება, მნიშვნელობა არა აქვს ეს ხედვები მისაღებია, თუ მიუღებელი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"ამიტომაცაა, რომ მოსკოვმა უფრო კარგად იცის რა ხდება აფხაზეთში, ვიდრე თბილისმა, რაც ჩემი შეშფოთების საგანია, გვგონია, რომ იქ ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს, ეს ასე არაა, რუსეთი ანგარიშს უწევს რაღაცეებს და ისე აკონტროლებს, ჩვენს ანგარიშს არაფერს არ ვუწევთ, ჩვენ ანგარიშს მხოლოდ რუსეთს ვუწევთ, ესაა ქართული პოლიტიკის პრობლემა, „რუსეთი აფხაზეთში ჩავიდა, ნახა რეალობა, ნახა, რომ დღეს ხაჯიმბა ნულია, ვერაფერს ვერ აკეთებს და მოახდინა მასზე ზემოქმედება, უთხრა, რომ უნდა გადადგე, სხვანაირად არ გამოვა, იმისტომ, რომ შენ საზოგადოებისთვის მიუღებელი ხარ. ასევე, უთხრა, რომ თუ გინდათ დაგეხმაროთ და მხარში დაგიდგეთ, თუ გინდათ, რომ გაგაძლიეროთ, მე მჭირდება, რომ აქ სტაბილურობა იყოს, მე ვხედავ, რომ აფხაზური საზოგადოებისათვის ხაჯიმბა მიუღებელია. „რასაც ხედავს რუსეთი, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენს ხალხთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს და რუსეთმა უფრო კარგად იცის ვის ელაპარაკოს და როგორ" -აცხადებს იგი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"ის მიიჩნევს, რომ ხაჯიმბას გადაყენება გალის რაიონის სექტორითაც იყო გამოწვეული, რადგან ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს არაადამიანურად ექცეოდა. „ხაჯიმბას რეჟიმი გალის რაიონისთის ყოვლად მიუღებელი იყო, სამარცხვინოდ იქცეოდა და ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზიცაა, რომ მან გამოავლინა თავისი კაცთმოძულეობა ზოგადად ქართველების მიმართ, შეუძლებელია შენს მოქალაქეებს ასე უტიფრად ექცეოდე, არღვევდე პრინციპებს, უძრავ ქონების მიმართ დამოკიდებულებას, ასევე უამრავი საკითხებია, „ეს ყველაფერი კი საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს, საზოგადოება გაყოფილი იყო და თანაც უმრავლესობა თვლიდა, რომ გალელებს არ შეიძლება ელაპარაკო, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, ამიტომ, ჩემი აზრით, გალელები ცვლილებებს უნდა მიესალმონ, იმიტომ, რომ მგონია. რომ ამოისუნთქებენ, „რა თქმა უნდა, იდეალური ვითარება მეორე-მესამე დღეს არ დადგება, მაგრამ გარკვეულწილად ვთვლი, რომ ბჟანიას მმართველობა უფრო მსუბუქი უნდა იყოს გალელებისათვის, მე ასე ვვარაუდობ" - განაცხადა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებით, რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

წაკითხვა 549 ჯერ