"თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ"

თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.

 

გიგი უგულავას განმარტებით, ეს ადამიანები „ქუჩის ბიჭები არიან“.

 

„ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა, პირდაპირ მინდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან უნდა გავიტანოთ. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან. რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ეს ნაგავი, მით უფრო აყროლდება. აყროლდება ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე აყროლდა ალსან აბაშიძის რეჟიმი. ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა, ვინც ათი ერთზე ჩხუბობს. უბრალოდ, მართლა დედათქვენებს რას ვერჩი, თორემ სათითაოდ ხართ მოსაკითხები, იმიტომ, რომ არ გესმით, რა არის დეპუტატი. არშემდგარი, ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები ხართ. რამდენიმე თქვენგანი კალაძის პირდაპირი „შნირი“ ბრძანდებით. ეს არის დღეს, „ქართული ოცნების“ ხროვა თბილისის საკრებულოში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

წაკითხვა 518 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.