April 26, 2024

"ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიცია რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს"

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია და პარტნიორები ერთ პოზიციაზე არიან, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს, განსხვავებულ პოზიციაზეა.

 

თალაკვაძის განცხადებით, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ასევე პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის საბჭო, ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგს მხარს უჭერს.

 

"ჩვენი შეთავაზება არის კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადი გამოყენებისთვის ოპოზიციას შევთავაზეთ 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები - 100/50. ეს არის ოპოზიციისთვის ტესტი. თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნებ მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს. იმედი მაქვს, რომ დიალოგს დაუბრუნდებიან პოლიტიკური ძალები და ჩვენ შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე”, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

წაკითხვა 410 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.