March 28, 2024

“ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა

“ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზიციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ “ოცნება”, არ ვიცი, შეიძლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს” - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა.

 

“ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ ძველი მეთოდებით მოქმედებს, არ მიდის მოლაპარკებაზე და ცდილობს დესტაბილიზაციისა და რევოლუციის გზით ძალაუფლების მოპოვებას. მაგრამ ეს აღარ გამოვა, ეს არის ძველი მეთოდები, ამიტომ სჯობს გადავიდნენ ცივილურ მეთოდებზე. ჯერ ამბობენ, 4 აპრილს, მეორე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. ოპოზიციის შიგნით ახლა წინააღმდეგობაა და კოალიციაზე რომ მივა საქმე პარლამენტში, დაჭამენ ერთმანეთს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

 

 

“დღეის მოცემულობით, ყველაზე მეტი შანსი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, შეუძლია 20-25%-ი აიღოს. მიშა სააკაშვილს არ მოსწონს ამ 15 პარტიის თუ უფრო ნაკლების ხმაური და ხომ ხედავთ თავის დამოუკიდებელ შტაბს აყალიბებს. ალბათ აქვს რაღაც გათვლები. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს” მათი წარმატების პერსპექტივას ამ არჩევნებში ვერ ვხედავ. დაახლოებით 5-6%-ს თუ აიღებს. რაც შეეხება “ლელოს” მას არანაირი შანსი არა აქვს გამარჯვების. ამ პოლიტიკურ სპექტრს თუ დაემატება მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ოპოზიციის რეიტინგს უფრო დააგდებს. მარგვე-ლაშვილს კი სჯერა, რომ ქვეყანას და ქართულ პოლიტიკას სჭირდება, მაგრამ საზოგადოება ასე არა ფიქრობს. იგი არც პოლიტიკური ფიგურაა და არც სახელმწიფო მოღვაწე, დღეს მისი მიზანი და ამოცანა არის ვინმეს მიეკედლოს და დეპუტატის მანდატი მაინც მოპოვოს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

 

 

“რაც შეეხება “ოცნებას”, ნამდვილად ყოველდღე არ ვიძახი “გაუმარჯოს ოცნებასო”. ივანიშილის საკადრო პოლიტიკაც ვერ გავიგე და ვთვლი, რომ აქ არის ხარვეზები, მაგრამ დღეის მოცემულობით მეტი რესურსი აქვს გამარჯვების მოსაპოვებლად, თუნდაც მოვიდეს უმრავლესობით და შექმნას მთავრობა. შეიძლება წინასაარჩევნოდ ისეთი შეთავაზება გაკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს”, - ამბობს იგორ კვესელავა.

წაკითხვა 472 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 20 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.