„რობინ ჰუდი პოლიტიკაში" - ექს-პრემიერმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე დაამხობს“

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ «Каспий»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რობინ ჰუდი პოლიტიკაში // ექს-პრემიერმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე დაამხობს“ (ავტორი - ალი საიდოვი).

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია,  ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა საპყრობილედან ყოფილი პრემიერ-მინისტრის (უფრო ადრე - შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის) ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას. ავტორი საკმაოდ ვრცლად აღწერს იმ აჟიოტაჯურ შეხვედრას, რომელიც ოპოზიციონერებმა და ჟურნალისტებმა ექს-პრემიერ მოუწყეს. სტატიაში ხაზი აქვს გასმული ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობის თაობაზე, აგრეთვე ექს-მინისტრის მიმართვას ქართული პოლიციისადმი, პოლიციელთა ღირსების აღდგენასთან დაკავშირებით.

 

„სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილი იმ დროს, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტია იყო, მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მინისტრად ითვლებოდა. შინაგან საქმეტა უწყების ხელმძღვანელად მუშაობის დროს ვანო მერაბიშვილი ენერგიულად ებრძოდა კორუფციას და ორგანიზებულ დამნაშავეობას“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

უნდა ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილის სიტყვები ხელისუფლების დამხობის თაობაზე თვით მის მომხრეებსაც არ მოეწონათ და ისინი იძულებულნი გახდნენ ექს-პრემიერის განცხადების განმარტება და კორექტირება მოეხდინათ - იგი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას გულისხმობდაო. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვანო მერაბიშვილის იდეები მკაცრად გააკრიტიკა: „ისინი დამხობას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, არც ამჯერად არ გამოუვათ“, - ციტირებს ავტორი პრემიერის ნათქვამს. როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ რაღაც იცის, ამას რომ აცხადებს: ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან ამჟამად ყველა დახურული არ არის და ხელისუფლებას იგი „მოკლე თოკით ჰყავს დაბმული“ - გავიხსენოთ, რომ საპყრობილედან  [2017 წელს] გათავისუფლებული გიგი უგულავა ახლახან ახალი ბრალდებით ისევ ციხეში დააბრუნეს.

 

გახდება თუ არა ვანო მერაბიშვილი „რობინ ჰუდი პოლიტიკაში? პასუხი ამ კითხვაზე რთულია, მაგრამ თვით კითხვა არცთუ უსაფუძვლოა: მიმდინარე წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ცატარდეს და სავარაუდოდ, მოსალოდნელია მასობრივი პროტესტები. არაა გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილი ანტისამთავრობო გამოსვლებში ჩაერთოს, ან შეიძლება მათი ხელმძღვანელიც კი გახდეს“, - ასეთ პროგნოზია გაკეთებული სტატიის დასასრულს.

 

წყარო: გაზეთი «Каспий» (აზერბაიჯანი)

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

წაკითხვა 621 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.