რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი

“რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება ქართულ მხარეს ექნება...

ლავროვის განცხადებით სავაჭრო მისიებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება. “მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას”, - აღნიშნა ლავროვმა. აბაშიძის განმარტებით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა მის კოლეგა რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრის დროს, ლავროვის წინადადება მსგავსი ფორმატით საქართველოსთვის მიუღებელია და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს “პრაღის ფორმატით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ გაახსენდა ეპიდემიის დროს სერგეი ლავროვს საქართველო - ზურაბ აბაშიძის კომენტარი.

 

“ეს საკითხი არ განხილულა. ზოგადად, სავაჭრო წარმომადგენლობის ფორმას საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატში, სადაც ამ კუთხით გვაქვს ხელშესახები შედეგები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოს და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე და შეკითხვაზე - “პანდემიის დროს და არსებული ვითარების ფონზე, რატომ გაახსენდა ლავროვს საქართველო?” - პასუხობს:

“ეს უკვე ბატონ ლავროვს უნდა ვკითხოთ."

წაკითხვა 759 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.