„გადაგვარების ეპოქის დიდი მოღვაწე მიხეილ სააკაშვილი მუშაობას უკრაინის მთავრობაში იწყებს“

„საქართველოს ექს-პრეზიდენტს ერთი ნაბიჯიღა რჩება არამხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე“, - წერს რუსული გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») სტატიაში სათაურით „გადაგვარების ეპოქის დიდი მოღვაწე მიხეილ სააკაშვილი მუშაობას უკრაინის მთავრობაში იწყებს“, რომელშიც მისი პოლიტიკური ბიოგრაფია და კარიერაა განხილული.

რასაკვირველია, პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის ქართულ სექტორს, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტობის დროს, 2004-2013 წლებში. „მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შეარჩია, მაგრამ დაამტკიცებს თუ არა ვერხოვნა რადა - უკრაინის პარლამენტი ექს-პრეზიდენტს და ყოფილ გუბერნატორს ვიცე-პრემიერად, ამაში ბევრი უკრაინელი ექსპერტი დარწმუნებული არ არის“.

 

„კომერსანტ“-მა კომენტარი ცნობილ რუს პოლიტოლოგს სერგეი მარკედონოვს სთხოვა, რომლის აზრით „მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა რუსეთს ნამდვილად არ გაეხარდება. მოსკოვს თავის დროზე საქართველოს ექს-პრეზიდენტზე ნეგატიური თვალსაზრისი სხვადასხვა დონეზე მრავალჯერ აქვს გამოხატული - იგი დამნაშავედ არის შერაცხული 2008 წელს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გამო. მიხეილ სააკაშვილის ასეთ ბეკგრაუნდს მნიშვნელობა აქვს. დასავლურ დიპლომატიაში ხშირად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ აღიქვამენ პოლიტიკოსს. რაციონალურად ყველას ესმის, რომ მისი ახალი თანამდებობა - ვიცე-პრემიერის პოსტზე ძირითადად მხოლოდ სიმბოლურია, მაგრამ 2008 წლის ამბების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში უფრო მეტად ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე სიკეთისა“, - ამბობს სერგეი მარკედონოვი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4328990#id1533413

წაკითხვა 957 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.