"ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება, მადლობას ვუხდი ევროპელ პარტნიორებს"

საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა;

ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა.

 

პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს წარმატებული თანამშრომლობისთვის,  ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება. მინდა, ჩვენს თითოეულ ევროპელ პარტნიორს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 340 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.