"პოლიტიკოსებს ნუ უყურებთ როგორც დედისერთა შვილის მშობლები" - ირაკლი ოქრუაშვილი

"პოლიტიკოსებს ნუ უყურებთ როგორც დედისერთა შვილის მშობლები. ჩვენც გვაქვს ჩვენი ნაკლი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ ვიზომებით იმ საზომით, რაც ახლა გამოვიყენეთ. სასიძოს ნუ ეძებთ ჩვენში,"- ამის შესახებ განცხადება "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით პოლიტიკოსებსაც აქვთ ნაკლი, თუმცა დღევანდელი ოპოზიცია ძალიან გამოცდილი და ინტელექტუალია.

 

"დღევანდელ ოპოზიციას აქვს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე გაცილებით მეტი ინტელექტიც, ერუდიციაც, განათლებაც და გამოცდილებაც. თუ თქვენ გაქვთ მოთხოვნილება, ახალ, სუფთა, უმწიკვლო და გაუსვრელ ადამიანებზე, ეგეთები საბავშვო ბაღში არიან. შეგიძლიათ მოიყვანოთ, ანდოთ ქვეყანა და ნახოთ რა იქნება. ნებისმიერს ვგულისხმობ. ძალიან ბევრია პოლიტიკაში ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს გამოცდილება მართვის და არც შეცდომები დაუშვია. შეცდომებს ისინიც დაუშვებენ. შეცდომებს უშვებენ ისინი, რომლებიც რაღაცას აკეთებენ და არ უშვებენ ისინი ვინც არაფერს არ აკეთებენ", - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

წაკითხვა 434 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.