March 28, 2024

პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

"გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს. რასაკვვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მორძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ -19-ის ინფექციით შემოიფარგლება. ასე რომ წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე,

წაკითხვა 883 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.