„ზურაბიშვილი მზადაა მოსკოვთან მოლაპარაკებაზე: პრეზიდენტმა თბილისის ევროატლანტიკური არჩევანიც დაადასტურა“

„ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») დღეს, 21 მაისს, აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ სათაურით „ზურაბიშვილი მზადაა მოსკოვთან მოლაპარაკებაზე: პრეზიდენტმა თბილისის ევროატლანტიკური არჩევანიც დაადასტურა“ (ავტორი - იური როქსი).

 

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს პრეზიდენტის ორი დღის წინანდელ ინტერვიუ ტელეარხ „რუსთავი-2“-ისადმი, რომელშიც მან მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც.

 

სტატიაში ხაზგასმულია: სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოხატა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა იყოს კონკრეტულ საკითხების მოსაგვარებლად და არა „დიალოგი მხოლოდ დიალოგისათვის“. პუბლიკაციაში ასევე ყურადღება აქვს დათმობილი პრეზიდენტის თვალსაზრისს დასავლეთთან ურთიერთობის საკითხში, უკრაინასთან დამოკიდებულებას და ა.შ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე მოულოდნელი ინტერვიუში ის იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გააკრიტიკა. საქართველოში ტრადიციულად მიღებული არ არის ეკლესიის კრიტიკა, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტად იქცა. პრეზიდენტმა კი ეს ტრადიცია დაარღვია. მართალია, მან დაადასტურა თავისი პატივისცემა ეკლესიისადმი და პატრიარქ ილია მეორისადმი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ეკლესია სახელმწიფოს მართვის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენლის მოქმედება ვირუსის ეპიდემიიის დროს, რომლებიც მთავრობას რჩევებს აძლევდნენ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-05-20/5_7865_georgia.html

წაკითხვა 611 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.