April 18, 2024

"თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო"

ადამიანი უნდა ეცადოს, რომ ყველა საქმეში, რომელშიც არის, პირველი იყოს. თუ გოიმი ხარ, ჯობია კი არა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.


„ნომერ პირველი უნდა იყო, ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადო. მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ რადგან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის.


მე ხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ხარ, იმაში უნდა ეცადო, რომ პირველი იყო. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველობისთვის უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი. დანარჩენი ბატონ კობახიძეს ჰკითხეთ,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.

 

მან ასევე უპასუხა კითხვას, დააკლდა თუ არა ირაკლი კობახიძეს ოპოზიციაზე საუბრისას არგუმენტები.


„მე არასდროს შემიმჩნევია, რომ მას არგუმენტები ჰქონოდა ხოლმე, ადრეც. ასე რომ, ტერმინს - არგუმენტები გამოელია - ვერ დავეთანხმები", - განაცხადა ბიკერიამ.


ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიგა ბოკერია ნომერ პირველი გოიმია. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია გოიმურად გამოიყურება, გოიმურად იქცევა და ამის გამო ისინი საზოგადოებისგან მიიღებენ პასუხს.

წაკითხვა 737 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.