"გახარიას გეგმების მოსმენა მოქალაქეებისთვის საინტერესოა" - სამადაშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ არც ერთი თეთრი სახელმწიფოსგან, ძალიან საინტერესო იქნება, მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა მაშინ, როცა პრემიერი ყოველ კვირას საზოგადოებას ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმებს ტელევიზიიდან აცნობს.

 

სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს? ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საინტერესო იქნებოდა ის ბიუჯეტი, რომელსაც გვპირდებოდა ბატონი გახარია და დღემდე არავის თვალით არ აქვს ნანახი. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორ აპირებს ბატონი გახარია საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნას,"- განაცხადა სამადაშვილმა.

წაკითხვა 435 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.