ამ გვერდის ამობედვა

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში ელჩად ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

"ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

წაკითხვა 372 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020

სიახლეები