March 29, 2024

ხვალ გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ

ხვალ, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მზად არის საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცეს.

 

„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 455 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 26 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.